კურსის მიზანია შეისწავლოთ სატყეო სექტორის მდგრადი მართვისა და სექტორული განვითარების მოდელები. კურსი აღწერს სატყეო სექტორის როლსა და ფუნქციებს, მის გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს, ტყის რესურსებს, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს. კურსის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სექტორის სტრატეგიულ მართვაზე, მართვის მეთოდებსა და მის დანერგვაზე, რაც დაგეხმარებათ თქვენ, როგორც მომავალ სპეციალისტებს, სატყეო სექტორში არგუმენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
კურსის მიზანია, ასევე, ჩამოგიყალიბდეთ სატყეო სექტორის სტრატეგიული განვითარების ხედვა, რაც დაგეხმარებათ, კრიტიკულად შეაფასოთ სხვადასხვა მოდელი და გქონდეთ არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა პოლიტიკის სხვადასხვა რეკომენდაციის შემუშავების მიზნით.
- Teacher: აკაკი ჩალათაშვილი