ხელმისაწვდომი კურსები

ტექსტური რედაქტორი. პრეზენტაციების შექმნა, ოპერაციული სისტემა

ექსელი, ცხრილები, ფორმულები

ექსელის გაუმჯობესებული კურსი

სასწავლო კურსის მიზანია  კლასიკური და მონეტარული ეკონომიკური თეორიების საფუძველზე განიხილოს ეკონომიკაში ინვესტიციების მნიშვნელობა. კურსის დასაწყისში სტუდენტები გაეცნობიან ინვესტიციების საფუძვლებს, პორტფელურ ინვესტიციებს, საფონდო ბაზრებს, ფასიან ქაღალდებს. კურსის მეორე ნაწილში სტუდენტები შეისწავლიან საინვესტიციო საქმიანობის რეგულაციის საკითხებს, საინვესტიციო აქსელერატორისა და მულტიპლკატორის პრინციპებსა და საინვესტიციო შედეგებს, საქართველოს ეკონომიკური სექტორების საინვესტიციო შესაძლებლობებს. 

კურსის დაუფლებით სტუდენტები შეძლებენ სისტემურად გააანალიზონ მსოფლიოში და ქვეყანაში მიმდინარე საინვესტიციო პროცესები. შეაფასონ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის საინვესტიციო პოტენციალი, შეიმუშაონ ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებები კონკრეტულ სეგმენტში. 

აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ მიღებული ცოდნა შეიძლება გამოყენებულ იქნას სამთავრობო, ცენტრალური ხელისუფლების, დარგობრივი უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

კურსის მიზანია ბაკალავრიატის სტუდენტებს გააცნოს ბიჰევიორისტული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები. გადაწყვეტილების მიღების ნეოკლასიკური და ბიჰევიორისტული თეორიები. გადაწყვეტილების მიღების ეკონომიკური მოდელები შესწავლილი და აღწერილია რაციონალური ეკონომიკის ფარგლებში. ბიჰევიორისტული ეკონომიკის მიზანია შეისწავლოს რაციონალური თეორიისგან არსებული გადახრები, რომლებიც არა თუ მცირე არამედ საკმაოდ სისტემურ ხასიათს ატარებს და საჭიროებს დამატებითი თეორიული მოდელების შესწავლას მათ აღსაწერად. 

The field of Psychological Anthropology (PSA) strives to understand all levels of human existence, diachronically, through time, and synchronically, existentially, as people are in the present. 

The PSA combines the interests of a discipline that takes “mind” as its object with those of a discipline that takes for its object, “culture.” As a result, it challenges many of the assumptions of both disciplines, leading to deeper understandings of both culture and mind.

In this quest we search for the meaning of human experience that emerges in the context of those environmental forces that shape our personalities, families, and communities. 

PSA draws on such diverse methodologies as ethnography, hermeneutics, semiotics, computer modelling, discourse analysis, life histories and cross-cultural comparison.

კურსის მიზანია შეისწავლოთ სატყეო სექტორის მდგრადი მართვისა და სექტორული განვითარების მოდელები. კურსი აღწერს სატყეო სექტორის როლსა და ფუნქციებს, მის გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ ასპექტებს, ტყის რესურსებს, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს, სექტორში მომუშავე ორგანიზაციებს. კურსის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სექტორის სტრატეგიულ მართვაზე, მართვის მეთოდებსა და მის დანერგვაზე, რაც დაგეხმარებათ თქვენ, როგორც მომავალ სპეციალისტებს, სატყეო სექტორში არგუმენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.

კურსის მიზანია, ასევე, ჩამოგიყალიბდეთ სატყეო სექტორის სტრატეგიული განვითარების ხედვა, რაც დაგეხმარებათ, კრიტიკულად შეაფასოთ სხვადასხვა მოდელი და გქონდეთ არგუმენტირებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა პოლიტიკის სხვადასხვა რეკომენდაციის შემუშავების მიზნით.


საერთაშორისო მიგრაციის ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციები და კანონზომიერები, მიგრაციის შედეგები როგორც მიმღები, ასევე შრომითი რესურსების ექსპორტიორი ქვეყნებისთვის. კურსი სტუდენტებს დაეხმარება გაანალიზონ მიგრაციის როლი ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში.


Site announcements

(განცხადებები ჯერ არ დამატებულა.)